"დღეს საზეიმოდ ვდებთ მემორანდუმს ჩვენსა და მოსკოვის უნივერსიტეტს შორის", — ამ სიტყვების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობისა და რუსულ დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა მოაწერა, რომელიც ამავდროულად ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. რუსული მხრიდან შეხვედრას ასევე უნივერსიტეტის რექტორი და პრორექტორი ესწრებოდნენ.

მეუფე სპირიდონი ხელს აწერს მემორანდუმს რუსულ უნივერსიტეტთან

მეუფე სპირიდონი ხელს აწერს მემორანდუმს რუსულ უნივერსიტეტთან

ფოტო: საპარტიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი / FB

მეუფე სპირიდონმა, დონის უნივერსიტეტის რექტორი, ბესარიონ მესხი დალოცა და მას "ძვირფასი თანამემამულე" უწოდა. მისი თქმით, მესხი ათიათასობის ქართველს პატრონობს მოსკოვში.

მეუფე სპირიდონი პრორუსული მიდგომებით გამოირჩევა. მან ქადაგებისას არაერთხელ გააკრიტიკა ქართველები, რომლებსაც რუსეთი არ მოსწონთ. სპირიდონი ამბობდა, რომ ქართველს ვერ უწოდებს იმას, ვინც რუსეთს აკრიტიკებს და ამით მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებას უშლის ხელს.

გარდა ამისა, მეუფე სპირიდონმა ყირემის ანექსიას მესამე ძალის წაქეზებული "ძმათა მკვლელი ომი უწოდა". სპირიდონი ამბობდა იმასაც, რომ ყველამ უნდა ილოცოს ბელარუსიის, უკრაინისა და რუსეთის გაერთიანებისთვის.