ოსკარის მფლობელი მსახიობი ქეით უინსლეტი სირშა რონანთან ერთად ფრენსის ლის ახალ ისტორიულ დრამაში Ammonite ითამაშებს.

ფილმის სიუჟეტი 1800-იანი წლების ინგლისში ვითარდება და ის პალეონტოლოგი მერი ენინგისა (უინსლეტი) და ბრიტანელი ქალის (რონანი) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

მერი ენინგი რეალური პიროვნება იყო, რომელიც დინოზავრებს ნაპოვნი ნაწილების მიხედვით აღადგენდა და მათ ჩონჩხს სწავლობდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მერი იყო პირველი, ვინც პლეზიოზავრის ჩონხი აღმოაჩინა. მან დიდი როლი შეასრულა პრეისტორიული ხანის მეცნიერულ დონეზე განსაზღვრის დროს. ის 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოვა ფილმი, თუმცა ახალ სურათს უკვე უწინასწარმეტყველებენ დიდ წარმატებას.