ერთ-ერთი გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა. როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, ორ სოფლის, ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა გადაკეტილია.

გიგანტური ხე სოფელ ზენითიდან გადააქვთ. ერთ-ერთი ადგილობრივი რუსთავი 2-თან ყვება, რომ ხის გადატანის სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.