სამინისტროში მომენტი გაგვექცა — დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების მძიმე მდგომარეობაზე
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების პროტესტთან დაკავშირებით თქვა, რომ მაშინ როცა კანონის აღსრულების გეგმის წერაზე იყვნენ კონცენტრირებული, "სამინისტროში მომენტი გაექცათ". სერგეენკო ამბობს, რომ სოციალური მუშაკები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იქამდეც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდათ ბევრი სამუშაო და იყვნენ რთული გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესში.
"გეგმის პირველი ნაწილი ამ ტვირთისგან მათი განტვირთვაა, ჩამოშორება ისეთი საქმეების, რაც მათ პრობლემებს უქმნის და ეს უკვე დაწყებულია. მეორე ნაწილია პროფესიული მხარდაჭერა, რომ ისინი ერთი ერთზე აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ. ესეც შესრულებულია. მესამე არის ტექნიკური მხარდაჭერა, ტრანსპორტზე იყო აქცენტირება. სანამ გაფიცვა დაიწყებოდა, ყველა რეგიონში თითო მანქანა გამოიყო და თბილისში ორი. უახლოეს ერთ კვირაში გვექნება + 11 მანქანა", — ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 21 მარტს აცნობეს, რასაც წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაცია უძღოდა. მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.
თამარ ბარკალაიას თქმით, მედიაციის პროცესში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა და სხვადასხვა ხანგრძლივობის სამუშაო გეგმა გაიწერა. როგორც ის ამბობს, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია.
"ტრანსპორტირების ნაწილი მოგვარებულია, ანუ გადანაწილებულია მანქანები, დამატებითი მანქანების მოთხოვნებიც არის. არის ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ცალკე ოთახები მოთხოვნილი სოციალური მუშაკების მიერ, რომელიც შეფასებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. არის მეთოდოლოგიური საკითხები, რომელთა მოგვარებაც უკვე დაწყებულია", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
25 მარტს სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნა მოითხოვეს. მათივე თქმით, გაფიცვით პროფესიისა და ბენეფიციარების დაცვას ცდილობენ.
ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
კომენტარები