სოფელ ახატანში ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ადგილობრივები TV პირველთან ამბობენ, რომ მძარცველები სახლში პირველი სართულიდან შევიდნენ.

ქართულ ოცნებაში On.ge-ს უთხრეს, რომ ვოლსკი აგარაკში არ ცხოვრობს. მათივე თქმით, დეპუტატს ახსოვს, რომ სახლში "სამუშაო იარაღები ჰქონდა და აღარ დახვდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციაში აგარაკის გაქურდვასთან დაკავშირებით განცხადება არ შესულა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლები გაქურდეს.