ავსტრალიის სანაპირო დედაქალაქ მელბურნში გაზაფხული ფერადად დაიწყო. მარტის დასაწყისში, ვესტგეითის პარკში მდებარე ტბა მთლიანად ვარდისფეი გახდა.

არა მხოლოდ ღია შეფერილობის, აი ასეთი ხასხასა ვარდისფერი.

თავდაპირველად გამვლელებს ეგონათ, რომ ტბის შეფერილობის ცვლილება მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით იყო გამოწვეული, თუმცა ექსპერტებმა მალე დაადასტურეს, რომ მოვლენა ბუნებრივი იყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ვესტგეითის პარკის ტბა გავარდისფრდა, რაც მარილიან ტბაში წყალმცენარეების ზრდითაა განპირობებული. ამ დროს ისინი წითელ პიგმენტებს გამოყოფენ. ეს ფოტოსინთეზის პროცესია.

სოციალური მედიისა და ესთეტიზმის ეპოქაში მკითხველისთვის მოულოდნელი არ იქნება იმის გაგება, რომ ინსტაგრამერები ადგილისკენ გამორჩეული სურათების გადასაღებად გაეშურნენ.

ფოტო: Getty Images

მისი ჩრდილი განპირობებულია მზის შუქით, წვიმის წვეთებითა და თბილი ტემპერატურით.

ფოტო: EPA

წყალმცენარეების მიერ გამოყოფილ წითელ პიგმენტებს ბეტა-კაროტინი ჰქვია.

ფოტო: EPA

ტბა ტურისტებს 2013 წლის ზაფხულიდან იზიდავს.

ფოტო: Getty Images

ზოგი სპეციალურად უხამებს ტანსაცმელს ტბის შეფერილობას.

ფოტო: Getty Images

ოფიციალური პირები მნახველებს ურჩევენ, რომ ტბასთან ძალიან ახლოს არ მივიდნენ. ამის მიზეზი მის წყალში მაღალი ხარისხით არსებული მარილია, რომელმაც შესაძლოა მგრძნობიარე კანი გააღიზიანოს.

ფოტო: Getty Images

მართალია სურათებში არ იგრძნობა, მაგრამ, წყალს გაფუჭებული კვერცხის სუნი აქვს.

ფოტო: Getty Images

ტბა ვარდისფერი შემოდგომის ბოლომდე იქნება — იქამდე, სანამ დაბალი ტემპერატურა მას კვლავ არ გაალურჯებს.

ფოტო: Getty Images

ვარდისფერი ტბის ფენომენი ასევე ფიქსირდება კანადაში, სენეგალში, ესპანეთსა და ავსტრალიის სხვა ტბებში.

ფოტო: Getty Images