თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის თქმით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში ძველი შენობის საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების დროს ჩამოიშალა მიწა და მუშები მოიყოლა. მისივე თქმით, ერთი კვირის წინ შეამოწმეს კომპანია და უსაფრთხოების ნორმების მხრივ ყველა დოკუმენტი ჰქონდა მწყობრში, მაგრამ როგორც ის ამბობს, კომპანიას კიდევ შეამოწმებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ უკვე იპოვეს 26 წლის მუშის ცხედარი. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

ადგილზე შენდება მრავალპროფილური საავადმყოფო. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება ტრანსმშენი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.