შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძეზე მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყების პრესსამსახურში მიაწოდეს.

სახალხო დამცველის თქმით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორი, ვახუშტი მენაბდე და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, დავით სუბელიანი.

ოთხივე მათგან სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმისწარმოება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ 31 მარტს მშენებლობის დროს კიდევ ორი მუშა გარდაიცვალა. აქცია დაახლოებით ოთხი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ისინი პრემიერის, თბილისის მერის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების ადგილზე მისვლამდე დაშლას არ აპირებენ. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი ადგილზე მისვლას ახლა არ გეგმავს.