მრავალათასიანი მიტინგის დასარბევად თბილისში 2 500-ზე მეტი ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო და სახანძრო მანქანები მუშაობდნენ. 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ძალამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: გივი ნახუცრიშვილი

იმდროინდელი საბჭოური გაზეთები წერდნენ, რომ 9 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა "არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს" ეკუთვნოდათ, რომელთაც "ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება".

მეორე დილას რუსთაველის გამზირი ცარიელი იყო. მოძრაობდა ჯავშანტექნიკა და ირგვლივ ნაგავი ეყარა. ასფალტს წინა დღეების ბრძოლა და სისხლი ეტყობოდა, რომელიც საქართელომ თავისუფლების ფასად გაიღო. მიმოფანტულ ნივთებს შორის იყო საბნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გაზეთები, ბანერები და სხვა ათასი რამ.

ფოტო: იური როსტი

მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს საღამოს კომენდანტის საათი გამოცხადდა, დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხი მაინც მოდიოდა.

შემდგომ დღეებში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მიდიოდნენ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების პატივსაცემად ტიტებს აწყობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: ია მჭედლიშვილი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: მზია ჯაფარიძე

ფოტო: შახ აივაზოვი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: სააქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: მზია ჯაფარიძე

ფოტო: შახ აივაზოვი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: უჩა ოქროპირიძე / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევისას ჯარიკაცებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. დაღუპულების გარდა იყო ასობით დაჭრილი, მოწამლული და დასახიჩრებული ადამიანი, თუმცა დღემდე უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, გაურკვეველია, დარბევის დროს რომელი მომწამვლელი გაზი გამოიყენეს საბჭოთა ჯარისკაცებმა.

თამარ ჭოველიძის დაკრძალვა

ფოტო: შახ აივაზოვი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: ელეფთერ ლაფაჩი

ფოტო: იური როსტი

ამავე თემაზე: