არასამტავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპჩმენტის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მოთხოვნას. 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთო განცხადება გაავრცელა.

"დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესს აკვირდებიან.

"აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში", — აღნიშნავენ არასამთავრობოები.

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. სამართლიანი არჩევნები;
  3. მედიაკლუბი;
  4. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  6. ღია საზოგადოების ფონდი;
  7. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  8. ლიბერალური აკადემია თბილისი;
  9. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  10. სატელევიზიო ქსელი;
  11. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
  14. სამართლიანი არჩევნები.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

ამავე თემაზე: