კაპანაძე: საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე, რომლის იმპიჩმენტსაც მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს , აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებით საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას.
"ცხადია, საფრთხე ექმნება იმას, რომ აჭარის მაუწყებელმა ვერ იმუშაოს გამართულად და ჩვეულ რეჟიმში. მაშინ, როდესაც ნებისმიერი საკითხი, რომელსაც თუნდაც აღნიშნულ განცხადებებში ვკითხულობთ შეიძლება გავლილი ყოფილიყო კიდევ ერთხელ", — განაცხადა კაპანაძემ TV პირველის ეთერში.
კაპანაძე ამბობს, რომ მსგავსი სამუშაო პროცესი არ უნდა იწვევდეს ორგანზიაციის რყევებს. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს კარგად ასრულებს.
"თუ ჩვენ ვისაუბრებთ პრიორიტეტების შესრულებაზე, უნდა ვთქვათ ისიც, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა დღეს საზოგადოებაში და რა მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს დღეს მაყურებელს აჭარის ტელევიზია", — აღნიშნა კაპანაძემ.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს აჭარის ტელევიზიაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები