თბილისში, ლესელიძის (კოტე აფხაზის) ქუჩაზე ახალი, 10-მეტრიანი, მწვანე ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ავტორადიოს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 40 მწვანე ავტობუსი უკვე თბილისშია და ამ ეტაპზე, მათ ხაზებზე გასაშვებად მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს #95 მარშრუტზე, რომელიც მუხიანიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადაადგილდება.

"შემდეგი მარშრუტები დავგეგმეთ იქ, სადაც საათობრივი ზონალური პარკირება იწყება. ვინაიდან, საათობრივი ზონალური პარკირება ვერ დაიწყება იმ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი არ იქნება გაძლიერებული. შესაბამისად, ვაპირებთ რამდენიმე მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩაზე გავუშვათ. ეტაპობრივად ამ 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩავანაცვლებთ იმ "ბოგდანის" ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში მოძრაობს", — თქვა მუმლაძემ.