ნათია კაპანაძე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს, ბორდის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნათია კაპანაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი — ერთი.

კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

ამავე თემაზე: ნათია კაპანაძის როლი აჭარის ტელევიზიაში