30 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ადელი ქმარს, საიმონ კონეცკს გაშორდა. ინფორმაცია მომღერლის წარმომადგენლებმა, ბენი ტარანტინიმ და კარლ ფიშმა გაავრცელეს.

"ადელი და მისი პარტნიორი გაშორდნენ. ისინი მზად არიან ერთად და სიყვარულით გაზარდონ შვილი. როგორც ყოველთვის, ისინი პირადი სივრცის დაცვას ითხოვენ. ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გავრცელდება", - წერია განცხადებაში.

ადელმა შვილი, ანჯელო 2012 წელს გააჩინა.

გრემის მფლობელი სუპერვარსკვლავი თავისი ურთიერთობას წლების მანძილზე არ ასაჯაროებდა, თუმცა, 2017 წელს, ჯილდოს მიღებისას ქორწინება დაადასტურა:

"მადლობას ვუხდი გრემის, მიყვარხართ. ჩემი მენეჯერი, ჩემი ქმარი და ჩემი შვილი არის ის მიზეზი, რის გამოც მე ეს შევძელი".

ადელი და სიმონ კონეცკი. გლასტონბერის ფესტივალი, 2016.

ფოტო: Yui Mok / PA

მარტში ადელი ნიუ-იორკში, ხმის ჩამწერ სტუდიასთან შენიშნეს. ფანები ვარაუდობენ, რომ მუსიკოსი ახალ ალბომზე მუშაობს. ადელის ბოლო ალბომი, 25, 2015 წელს გამოვიდა.