შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. On.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო თაიმერმა გაავრცელა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვს წლამდე.