ევროპული საქართველოს წევრებმა და პარლამენტარებმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას.

"მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას, როგორიც არის ქართული ოცნების მთავრობა. იდეალური მთავრობაც რომ იყოს თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე", — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი — სახელმწიფო.

ამავე თემაზე: