შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 85 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანი მოკლა. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები შვილს, რძალს და ორ მეზობელს მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მის ცოლს და მოკვლით დაემუქრა კიდევ რამდენიმე ადამიანს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.