პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ქალაქში სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს, რომელსაც თავად ბახტაძე ესწრება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას ბახტაძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ხონი საქართველოს ყველაზე წარმატებული და ენერგიით სავსე ქალაქი იქნება.

"ჩემთვის ყოველი ჩამოსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი — ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს", — თქვა ბახტაძემ.