რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარადშიანი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხის რეფორმაზე იურისტებთან ერთად მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, 17 არამოძალადე ნარკოტიკების მომხმარებელი ციხიდან გამოვიდა.

როგორც CNN-ს კარდაშიანის პირადმა იურისტმა და Buried Alive Project-ის დამფუძნებელმა ბრიტანი ბარნეტმა უთხრა, ამ პატიმრების გათავისუფლებაში კარდაშიანის როლი გადამწყვეტი იყო:

"კიმი ამ პროექტს აფინანსებს და ის ჩვენი კამპანიის 90 Days of Freedom [თავისუფლების 90 დღე] უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ამ კამპანიის ნაწილში, დონალდ ტრამპმა მასთან შეხვედრისას მოაწერა ხელი პირველი ნაბიჯის აქტს. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ სასამართლოებში და მოსამართლეებისგან ამ პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ".

ბარნეტი დასძენს, რომ კარდაშიანის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ისინი პროექტის განხორციელებას ვერ შესძლებდნენ. მისი თქმით, კლიენტებთან ურთიერთობა მათი გათავისუფლების შემდეგ არ სრულდება:

"კიმი ამ პრობლემას მთელი გულით ებრძვის. მე მასთან პერსონალურად ვმუშაობ და ადამიანები მისი ძალიან მადლიერნი არიან.

როდესაც პატიმრები იგებენ, რომ ისინი სახლში მიდიან, კიმი ამ დროს ტელეფონითაა ჩართული და ასე ულოცავს თითოუელ მათგანს".

იმის გარდა, რომ კარდაშიანი პატიმრებისთვის იურისტების მომსახურების გადასახადებს იხდის, ის მათ გათავისუფლების შემდეგაც უწევს დახმარებას.

ციხიდან გამოსული პატიმრებს სახლამდე მისასვლელად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ.

"ადამიანები ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალებს ვერ აანალიზებენ, კიმი კი მათ სახლამდე მისვლაშიც კი ეხმარება", — ამბობს იურისტი მიანგელ კოდი.

კიმ კარდაშიანმა აპრილში, ვოგთან ინტერვიუში თქვა, რომ აპირებს იურისტი გახდეს. ამისთვის ის სხვადასხვა კურსებს გადის.

გასულ წელს, ის თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა. ციხის რეფორმასთან ერთად, პრეზიდენტმა განიხილა კარდაშიანის ერთ-ერთი პეტიცია და რამდენიმე დღეში 63 წლის პატიმარი შეიწყალა, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარების გამო მთელი ცხოვრების ციხეში გატარება ჰქონდა მისჯილი.