ორი წლის წინ ტეხასელმა ქალმა, ბრუკ ელინგტონმა გადაწყვიტა, რომ სახლში ემშობიარა — მის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო და გარშემომყოფების თანადგომაც განსაკუთრებულად სჭირდებოდა.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბრუკს სახლში უელს კორგი პემბროკის ჯიშის ძაღლი ჰყავს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა პატრონისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.

ეს გულისამაჩუყებელი ფოტოები კი ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, კრისტიენ ენმა გადაიღო.

ძაღლი, სახელად რეინჯერი უკვე ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილია

ფოტო: Kristin Ann Photo

"ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელსაც რეინჯერისგან ვგრძნობთ. ის ამ ოჯახის ღირსეული წევრია", — ამბობს ბრუკი.

როდესაც მშობიარობის დრო მოახლოვდა, ძაღლი პატრონს გვერდიდან არ სცილდებოდა

ფოტო: Kristin Ann Photo

"მშობიარობის მომენტში ის გულწრფელად ღელავდა თავის პატრონზე და უდიდეს სიყვარულსა და მზრუნველობას გამოხატავდა", — თქვა ფოტოგრაფმა.

ფოტო: Kristin Ann Photo

ის სულ ეფერებოდა და თავისებურად კოცნიდა კიდეც ბრუკს

ფოტო: Kristin Ann Photo

მშობიარობის შემდეგ, რეინჯერს ოჯახის ახალი წევრი ერთი ნახვით შეუყვარდა

ფოტო: Kristin Ann Photo

ფოტოგრაფმა ისიც კი აღნიშნა, რომ ძაღლს სიგიჟემდე მოსწონდა პატარას ყურება და დაცვა.

ფოტო: Kristin Ann Photo

ბრუკი კი იმედოვნებს, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით სხვა ქალებსაც დაეხმარება მშობიარობის მომენტში სიყვარულისა და სითბოს მიღებაში, რომელიც შეიძლება შინაური ცხოველისგანაც მოდიოდეს.

ფოტო: Kristin Ann Photo

ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე "სხვა შუადღის" წამყვანებმა მეან-გინეკოლოგ დავით დავარაშვილთან ერთად ისაუბრეს: