ევროპის დღე რიყის პარკში წარმატებით დასრულდა
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ახლო, როგორც ახლაა". ამის დასტური იყო სახელმწიფოს წარმომადგენლების თანამონაწილეობა ევროპის დღეზე.
რიყის პარკში ოფიციალურ გახსნაზე საქართელოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერმინისტრი და დედაქალაქის მერი მივიდნენ. მოინახულეს ყველა ზონა, გაეცნენ სხვადასხვა პროგრამებს და აქტივობებს, ღონისძიების მიწურულს სცენიდან სიტყვით იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით ევროკავშირი უკვე მეხუთე წელია ევროპის დღეს აღნიშნავს. ღონისძიებამ ბოლო ორი წელია მასშტაბური სახე მიიღო, რომელშიც 20 000-მდე დამსწრე იყრის ხოლმე თავს.
ევროპის დღე წელსაც 5 მაისს რიყის პარკში აღინიშნა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ევროკავშირის ორგანიზებით მოეწყო.
12 საათიდან 5 საათამდე რიყის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები ტარდებოდა. ე.წ. ევროსოფელს 70-ზე მეტი კარავი დაეთმო, სადაც საელჩოებმა თავისი ქვეყნის დამახასიათებელი შემოქმედება თუ აქტივობა წარმოადგინეს. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სტენდებზე ღონისძიების სტუმრებს ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ.
ევროპის დღის აღნიშვნაში მონაწილეობა არამარტო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, არამედ ადგილობრივებმაც მიიღეს. შემოქმედებითი ჯგუფები, ანსამბლები მთელი დღის მანძილზე მუსიკალურ ნომრებს, თამაშებსა და თეატრალურ წარმოდგენებს მართავდნენ.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი ევროკავშირის მიმდინარე პროგრამების გაცნობას დაეთმო, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების განვითარებასა და ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასეთი სულ 4 ძირითადი მიმართულებაა: ეკონომიკური განვითარება, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რომელ სექტორში რა ფინანსური მხარდაჭერა გასწია და შესაბამისად რა შედეგებს მიაღწია ქვეყანამ ინტერაქციული ინსტალაციების საშუალებით გამოსახეს.
4 ძირითად ზონად დაყოფილ რიყის პარკში ყველაზე მეტი მხიარულება საბავშვო ზონაში იყო, სადაც პატარებს ბამბის ნაყინის, ბატი-ბუტის, ევროკავშირის ფერებში მომზადებული ნაყინის დაგემოვნება უფასოდ შეეძლოთ. პარალელურად, სხვადასხვა სამაგიდო თუ ფიზიკური თამაშობები მიმდინარეობდა. თითების თეატრს, ფლეშმობსა და ქართულ-ევროპული ზღაპრებს რიყის პარკის ამფითეატრი დაეთმო.
საღამოს დასკვნითი ნაწილი ევროპის მოედანზე მუსიკალურად დასრულდა, სადაც ჯგუფი 33ა და DJ ნიკოლი 19:00 საათიდან 23:00 საათამდე იქ შეკრებილი აუდიტორიის მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავდნენ.
ღონისძიების საორგანიზაციო მხარდაჭერა კომპანია კონსიერჟ თბილისმა უზრუნველყო. 100-კაციანი გუნდის დახმარებით სამ დღეში რიყის პარკის ერთი დღით ევროსოფლად გადაქცევა მოხერხდა. იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრს თავისთვის საინტერესო მიმართულებების აღმოჩენა შეძლებოდა კონსიერჟ თბილისმა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ღონისძიების შინაარსობრივ ნაწილზეც იმუშავა.
ევროპის დღის დაგეგმვასა და ლოჯისტიკურად ღონისძების აწყობაზე, უკვე მეორე წელია, კონსიერჟ თბილისი ზრუნავს.
ევროპის დღე მიმდინარე წლის განმავლობაში რეგიონებშიც აღინიშნება. პირველი გაჩერება წყალტუბოა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები