კომპენსაცია წასვლის საპირწონედ — რას სთავაზობს სამინისტრო "ჩაჭრილ" პენსიონერ მასწავლებლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპეტენციის დასადასტურებლად პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია გამოაცხადა.
სამინისტროს შეთავაზებით, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვთ სურვილი მინიმალური კომპეტენცია დაადასტურონ, ან გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარეს, სკოლიდან წასვლის საპირწონედ კომპენსაცია მიეცემათ. აღნიშნულ კომპენსაციად ორი წლის ჯამური ხელფასი განისაზღვრა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
უფრო კონკრეტულად, პრაქტიკოს საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სურვილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან თანხის მოთხოვნა სამ შემთხვევაში შეუძლიათ:
- თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, რის შესახებაც 2019 წლის მაისამდე უნდა განაცხადოს;
- თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე უნდა აცნობოს;
- თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ ადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს, აიმაღლოს სტატუსი. პრივილეგიით სარგებლობის შესახებ ასეთმა მასწავლებელმა სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე უნდა აცნობოს.
სახელმწიფო თანხის გაცემას 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუ მასწავლებელი პენსიონერი არაა, მაგრამ პრაქტიკოსია და კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარა, მას სახელმწიფოსგან 2 წლის ხელფასის ჯამური ოდენობის მოთხოვნის უფლება არ აქვს. ის ამ შემთხვევაში სკოლიდან მიდის, ან სკოლა თავად წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე, გაუფორმოს თუ არა მას, დროებითი მოკლევადიანი ხელშეკრულება.
ახალი რეფორმით, პრაქტიკოს მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება ზღვარის ვერგადალახვის შემთხვევაში მეორედ გავიდნენ მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. ამასთან, განათლების სამინისტრო იმ მასწავლებლებს, რომლებიც პირველ ჯერზე გამოცდას ვერ ჩააბარებენ, პროფესიული გადამზადების კურსებს შესთავაზებს.
"ეს არ იქნება უნიფიცირებული, ერთი ცენტრის ტრენინგები. ვმუშაობთ პროფესიული განვითარების აკრედიტაციის კურსებზე, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს მიეცემათ საშუალება გაიარონ ხარისხის კონტროლი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრში და შესთავაზონ მასწავლებლებს ტრენინგები", — განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც გაიუმჯობესებენ სტატუსს, სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. სულ 33 000 პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომლებიც სტატუსის დანამატით არ სარგებლობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპენსაციის აღების შემდეგ მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას შეძლებენ, თუ არსებული საკანონდებლო რეგულაციებს დააკმაყოფილებენ და ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისიდან დაიწყება და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.
გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
- პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
- მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;
- თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები