საფრთხე, რომელსაც ვერ ვხედავთ — რამდენად დიდ ზიანს გვაყენებს სარეცხი საშუალებები?
რა თქმა უნდა, ყველას გვსიამოვნებს, როცა გარეცხვის შემდეგ ჩვენს ტანსაცმელს ვარდისა და გვირილის სურნელი აქვს, მაგრამ... დაფიქრებულხართ ოდესმე რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ?
არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ სარეცხი საშუალებების უმრავლესობა საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის და ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ. თქვენ შესაძლოა ყოველდღე რეცხავდეთ ბავშვისთვის ტანსაცმელს, მოულოდნელად კი თქვენს შვილს სხვადასხვა გამონაყარი, კანის დაავადება ან სხვა დაავადებები აღმოუჩინოთ. იგივე შეიძლება დაგემართოთ თქვენც. რამდენიმე მიზეზს შორის, რის გამოც დაავადებები ჩნდება, ერთ-ერთი შესაძლოა სწორედ სარეცხი საშუალებები იყოს.
მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სარეცხ საშუალებების შემადგენლობაში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ:
- კანის დაავადებები;
- ალერგიები;
- სუნთქვისა და ყელის პრობლემები;
- კიბო;
- სიმსივნე და ა.შ.
კვლევებით დგინდება, რომ ასეთი და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მძიმე დაავადებების გამომწვევ სარეცხ საშუალებებში 25 ან უფრო მეტი მავნე ქიმიური ნივთიერება შედის. ჩვენ ზოგიერთ მათგანზე მოგიყვებით, რათა არსებული საფრთხის შესახებ უფრო ფართო წარმოდგენა შეგიქმნათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ საფრთხეებს არამხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, კბილის პასტები და მსგავსი მოხმარების საგნებიც შეიცავს.
სარეცხ საშუალებებში შემავალი ნივთიერებები, რომლებიც დიდ საფრთხეს შეიცავს
სხვადასხვა სახის ფხვნილებსა და სითხეებში, რომლებსაც ტანსაცმლის გასარეცხად ვიყენებთ, არაერთი ნივთიერება შედის. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ზოგიერთის შესახებ კი არაფერი გვსმენია. ჯამში მათი რაოდენობა ოცდახუთი ან მეტია ხოლმე, თუმცა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
ნატრიუმის ლაურილ სულფატი
ნატრიუმის სულფატი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია სარეცხ საშუალებებში, საპონებში, შამპუნებსა და ჭურჭლის ჟელეებში. ის არის სურფაქტანტი, რომელსაც ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენებენ და რომელიც თავდაპირველად ავტოფარეხების იატაკის გასაწმენდად შეიქმნა. ამ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს კანის, თვალების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების მნიშვნელოვანი გაღიზიანება და დაზიანება. ნატრიუმის ლაურილ სულფატი იმდენად ტოქსიკურია, რომ ხშირად მას მეცნიერები კანისა და თვალების გასაღიზიანებლად სპეციალურად იყენებენ, რათა შეძლონ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტურობის შემოწმება.
ფოსფატები
ფოსფატების ექსპოზიცია დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა, ოსტეოპოროზისა და სხვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამოწვევებთან. სხვადასხვა სარეცხი საშუალებები მას დიდი დოზით შეიცავს, ამიტომ ყოველთვის, როცა ტანსაცმლის ან ჭურჭლის გასარეცხად გადაწყვეტთ ამა თუ იმ ბრენდის შერჩევას, დააკვირდით, შეიცავს თუ არა ის ამ ნივთიერებას.
ფორმალდეჰიდი
დიახ, მკვდარი ორგანოების დაცვის მიზნით გამოყენებული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება ბევრ სარეცხ საშუალებასა და ჭურჭლის ჟელეს შემადგენლობაშია. CDC-ს კვლევის თანახმად, ფორმალდეჰიდის ექსპოზიცია, ძალიან მცირე დონეზეც კი, როგორიცაა მისი დაყნოსვა ან შესუნთქვა, ზრდის კიბოს გაჩენის რისკს. EPA მას უწოდებს B1 კლასის კარცინოოგენს (კიბოს გამომწვევი ნივთიერებას) და აცხადებს, რომ ის ძალიან სახიფათოა კანთან კონტაქტის დროს.
დიოქსანე 1,4
სარეცხი საშუალებების ეს დანამატი, დიოქსანე 1,4, ყველაზე საშიში და დიდი ზიანის მომტანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ნივთიერება საკმაოდ ცნობილი კარცინოგენია, რომელიც სიმსივნეს იწვევს. ის ერთნაირად ვნებს კანს, თვალებს, ფილტვებს, ღვიძლს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რესპირატორულ სისტემას და ა.შ. მას ახასიათბს სპონტანური აალება, რის გამოც მასთან კონტაქტი დასაშვებია მხოლოდ დამცავი ტანისამოსითა და აირწინაღით.
ასეთი ნივთიერება კი, ძალიან ხშირად, სარეცხ საშუალებებში გვხვდება.
როგორ ამოვიცნოთ ის სარეცხი საშუალებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია?
ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების გარდა, სარეცხი საშუალებები კიდევ 20 სახეობის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მათი მოხმარება ჩვენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
აუცილებელია გვესმოდეს, რომ მართალია, ეს ნივთიერებები ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის გასარეცხად გამოიყენება, მაგრამ ისინი ტანსაცმლის ქსოვილში აუცილებლად რჩება გარეცხვის შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ სარეცხი საშუალებების მწარმოებელი კომპანიები არ არიან კანონით ვალდებულნი ყველა ის ნივთიერება მიუთითონ ეტიკეტზე, რომელსაც იყენებენ, ასეთი საშუალებების ამოცნობა საკმაოდ რთულია.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად შეარჩიოთ თითოეული საშუალება, რომელსაც ჰიგიენისთვის იყენებთ.
რა არის გამოსავალი? - ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებები
გამოუვალი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. საქართველოში ბაზარზე გვაქვს შესაძლებლობა, შევარჩიოთ ისეთი სარეცხი საშუალებები, ჭურჭლის ჟელეები, საპონები, შამპუნები და სხვა ჰიგიენის ნივთები, რომლებიც არ შეიცავს ასეთ საშიშ ნივთიერებებს.
ასეთი პროდუქტის შეფუთვაზე ყოველთვის არის მითითებული თუ რა ნივთიერებებს შეიცავს ის. გარდა ამისა, ის არის ეკოლოგიურად სუფთა, არ ვნებს გარემოს, არც ტანსაცმელს, არც ჯანმრთელობას და არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
ასეთი პროდუქტის გამოყენებით, თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირებთ ჯანმრთელობისთვის უნებლიედ მიყენებული ზიანის რისკებს და დაიცავთ როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენ შვილებს, ოჯახის წევრებსა და სხვა ადამიანებს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები