უჟმური კატა, რომელსაც მსოფლიო მიმებიდან იცნობდა მისი მოღუშული გამომეტყველების გამო, 7 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაცია კატის პატრონმა გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, შინაური ცხოველის სიკვდილის მიზეზი საშარდე გზების ინფექციის გართულება გახდა:

"მიუხედავად ტოპ-პროფესიონალების დაუღალავი მცდელობისა, ის 14 მაისის დილას, სიმშვიდეში, დედამისის მკლავებში მოკვდა".

არიზონელი კატა შესაძლოა მოღუშული იყო, მაგრამ ის მილიონობით ადამიანის სახეს ღიმილით ავსებდა.

გრამფი კატის ნამდვილი სახელი ტარდარ სოსი იყო და ის ცნობილი 2012 წელს გახდა, როდესაც მისი, ჯერ კიდევ პატარაობის სურათები გავრცელდა და ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ცხოველი გახდა მიმებისთვის.

პატრონის თქმით, კატის გამომეტყველება იმით იყო გამოწვეული, რომ ის ჯუჯა იყო. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ტელევიზიების ხშირი სტუმარი იყო, 2014 წელს კი მასზე საშობაო ფილმიც გადაიღეს. 2015 წელს კატის ცვილის ფიგურა სან-ფრანცისკოში მდებარე მადამ ტუსოს მუზეუმში გამოჩნდა.

კატას ინსტაგრამზე ორ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

გრამფი და სტენ ლი.

გავიხსენოთ გრამფის მომენტები ცხოვრებიდან:

2018 წელს, საავტორო უფლებებზე სასამართლო დავისას კატის ოჯახმა 710 ათასი დოლარი მიიღო. გრამფის პატრონი წარსულში მიმტანად მუშაობდა, თუმცა კატის პოპულარობის შემდეგ, სამსახურს თავი დაანება.