ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგაგან, მოუწოდებს, ჟურნალისტებს არ შეუშინდნენ და საქმიანობა გააგრძელონ.

"თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ, გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს", — თქვა კალაძემ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კოორდინატორების შესახებ კითხვა დაუსვეს.