ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორმა, რომელსაც სიები აღმოუჩინეს, ჟურნალისტებს დალოცვა დაუწყო.

კითხვაზე, რა მიზეზით იმყოფება უბანთან, ქალმა ასე უპასუხა: "საქართველოში იყოს სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული... დიდება უფალს. გაუმარჯოს ღვთისმშობელს, მის კვართს".

დალოცვის შემდეგ ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "ქრისტე აღსდგა ქალბატონო, მაგრამ ოპოზიციამ რა დაინახა?" რაზეც ქალმა უპასუხა, რომ სიები არ აქვს.

"გაუმარჯოს [ქართული ოცნების კანდიდატ გეგა] შენგელიას, გაუმარჯოოოს", — თქვა ქალმა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა.