ზესტაფონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგომი ქალი, რომელსაც ხელში ფურცლები უჭირავს, ამბობს, რომ ცოდვების სია აქვს. ვიდეოს TV პირველი ავრცელებს.

ქალი, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორია. ის აცხადებს, რომ ცოდვების სიას აღსარებისთვის აგროვებს.

"ცოდვების სიაა. აღსარებას ვაბარებ და ეკლესიაში ვწერ ცოდვებს", — ამბობს ქალი.