ზესტაფონში ერთ-ერთმა მოქალაქემ TV პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ მას ხელში არა ამომრჩევლის სია, არამედ თავისი დაბადების დღის სია უჭირავს:

"არავითარი სია არ მაქვს, დაბადების დღის სია წავიკითხე ჩემი, 80 წლის ვხდები ორ დღეში. ამომრჩევლების სია კი არ მაქვს, ჩემი საკუთარი დაბადების დღე მაქვს ზეგ. არაფერი საჩვენებელი არ მაქვს. დაბადების დღეზე მაქვს სია, უნდა წავიკითხო თავიდან ბოლომდე, უნდა ჩავამატო მერე", — განუცხადა ჟურნალისტებს ქალმა.

დღეს, 19 მაისს ზესტაფონში, მარნეულში, ხულოში, ჭიათურასა და ზუგდიდში მერობის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.