ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, აქციის დაწყებიდან მერვე დღესაც, ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

მათი თქმით, მანგანეზი თანახმაა მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, თუმცა არ თანხმდება ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას.

გაფიცულები აცხადებენ, რომ სხვა პირობებს არ დათანხმდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას.