საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში საზღვრის დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება გაიმართა. უწყების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.

როგორც უწყებაში ამბობენ, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება.

ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი განიხილეს. სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივად დაათვალიერებენ. გარდა ამისა, ისინი მომავალ შეხვედრასაც გამართავენ, რომლიც თარიღიც ჯერ შეთანხმებული არ არის.

ამავე თემაზე: