საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, დავი გარეჯთან გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტარდებოდა. მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, "კითხვების რომ არ გაჩენილიყო", სამუშაოები შეჩერდა. პრემიერის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოების წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობდა მანამდეც ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და რომ არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, რომ მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა", — აღნიშნა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში საზღვრის დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება გაიმართა. უწყების განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.

მანამდე, 23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო.

ამავე თემაზე: