ალექსანდრე ზაზარაშვილი 12 წლის მომღერალია, დმანისიდან. მას საზოგადოება რუსთავი 2-ის გადაცემა ნიჭიერიდან იცნობს. ის პროექტში 2016 წელს მონაწილეობდა.

ამჯერად ალექსანდრე უკრაინის საბავშვო ხმაში გამოვიდა და All By Myself იმღერა. პატარა ხელოვანის შესრულებისას ჟიურის სამივე წევრი შემობრუნდა. ალექსანდრემ ჟიურის თხოვნით კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა — ხალხური ლალე და თავისი მუსიკალური მონაცემებით აუდიტორია კიდევ ერთხელ გააოცა.

All By Myself ერიკ კარმენის სიმღერაა, რომელშიც მელოდია რახმანინოვის საკონცერტო ნაწარმოებიდანაა გამოყენებული. მას ასრულებს ამერიკელი მუსიკოსი სელინ დიონიც.

უკრაინაში Voice-ის მეხუთე სეზონი 26 მაისს დაიწყო. ქართველი მომღერალი გადაცემის პირველივე გადაცემაში გამოჩნდა.