ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.
22 მაისს მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი "უკანონოს" უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას. სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამარაშორისო სამართლით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას", — წერს სააკაშვილი.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია, ხოლო თუკი მას უკრიანის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნდეს.
მიხეილ სააკაშვილის საქმე უკრაინაში
უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსგან, ნახევარი მილიონი დოლარის მიღებას ედავებოდნენ. გამოძიებას მიაჩნდა, რომ ეს თანხა სააკაშვილმა საპროტესტო აქციების დასაგეგმად გამოიყენა.
2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი უკრაინაში, რესტორანში დააკავეს. უკრაინის საზღვრის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რეადმისიის პრინციპით დააბრუნებდნენ პოლონეთში, იმ ქვეყანაში, რომლიდანაც შევიდა უკრაინაში.
სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს თვითმფრინავში და ისე გააფრინეს პოლონეთში. მოგვიანებით სააკაშვილი პოლონეთიდან ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მოქალაქეობა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლება მიიღო.
უკრაინაში შესვლა სააკაშვილს 2021 წლის 13 თებერვლამდე ჰქონდა აკრძალული.
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
კომენტარები