საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა. ის ვარშავიდან კიევში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.

ბორისპოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში ხალხი ათეულობით ადამიანი ელოდება. ისინი მღერიან, უკრავენ და ცეკვავენ.