ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა Facebook-ზე გაზიარებული პოსტის გამო წერს, რომ ბოდიშს იხდის. ის ისევ იმეორებს, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება... ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ", — წერს ის.

ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.