აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტისთვის მიიწვია. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. სამომავლო შეხვედრის დეტალებზე ადმინისტრაცია არ საუბრობს.

ამასთანავე კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული თლიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. კანონპროექტით განსაზღვრულია სამხედრო დახმარების გაზრდა და უკრაინისთვის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირის სტატუსის მინიჭება.

თუ როდის გაიმართება უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა უცნობია. 28-29 მაისს კი დონალდ ტრამპი იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.