ნანა კოსტავა აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული დეპუტატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლის თხოვნის საფუძველზე შეცვალა. ინფორმაციას იმედი ავრცელებს. კოსტავამ პარასკევს, 31 მაისს განაცხადა, რომ საკრებულოს ორშაბათს დატოვებდა.

On.ge-მ კოსტავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. საკრებულოში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით, კოსტავას მანდატის დატოვების შესახებ არ მიუმართავს.

ნანა კოსტავამ 30 მაისს Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

ამ პოსტის შემდეგ ის ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. თუმცა, ის დეპუტატის მანდატს მაინც ინარჩუნებს. ის ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.

ამავე თემაზე: