შანსი რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გასამგზავრებლად — თიბისისა და მასტერქარდის კამპანია
რაგბის ნებისმიერი ქართველი გულშემატკივრისთვის ბორჯღალოსნების თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა, მითუმეტეს, როცა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს. ამ დროს ყველას სურს, რომ თამაშს ტელეეკრანების ნაცვლად, ტრიბუნებიდან უყურებდეს, მაგრამ იაპონია შორსაა და ყველა ვერ ახერხებს გამგზავრებას.
თუ თქვენ რაგბის გულშემატკივარი ხართ და ერთი სული გაქვთ, როდის დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი, თიბისი და მასტერქარდი შანსს გაძლევთ თამაშების საყურებლად იაპონიაში გაემგზავროთ და პირდაპირ ტრიბუნებიდან დატკბეთ სანახაობით.
როგორ?
გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია.
რაგბის გულშემატკივარი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, თამაში კი თბილისში ჩატარდება. აპირებთ ამ თამაშზე წასვლას? — მაშინ, თქვენ უკვე გაქვთ საგზურის მოგების შანსი.
თუ თქვენ თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით უკვე შეიძინეთ ან მომავალში შეიძენთ ბილეთს tkt.ge-ზე 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე დასასწრებად, მაშინ ავტომატურად მონაწილეობთ გათამაშებაში და შანსი გაქვთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროთ.
გარდა ამისა, თიბისის ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის მასტერქარდის ბარათები. ამ ბარათებს თუ აიღებთ, კიდევ ერთ აქციაში მიიღებთ მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეოცე ტრანზაქციაზე მაისურით დასაჩუქრდებით, ორმოცდამეათეზე კი რაგბის ბურთით.
ბარათების დიზაინის არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და მათში ბორჯღალოსნებისა და იაპონური კულტურის თემატიკაა გამოყენებული.
აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20:00 სთ-ზე სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიგებენ, 31 აგვისტოს შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება და ერთ-ერთი შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს, მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელიც ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები