საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა და უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება, მაშინ როდესაც ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების უპრეცენდენტო მუქარა არსებობს.

დღესვე, 18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: