ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 ივნისს დამძიმდა. იგი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრთან არსებული ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.