თბილისში, რუსთაველის მეტროში ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 239-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 126-ე მუხლის მეორე ნაწილი — ძალადობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

სავარაუდოდ, ჰომოფობიური ნიშნით ორ ბიჭს თავს მეტროსადგურში 19 ივნისს დაუპირისპირდნენ. პირველი არხის ინფორმაციით, მეტროში ორი ბიჭი სცემეს, რამდენიმე პირი კი ახალგაზრდებს მიმართავდა "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება".