საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებს არ უშვებენ. დეპუტატების თქმით, მათ მიზეზი არავის განუმარტავს.

პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ "უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით" შეიზღუდა შესვლა.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პარლამენტში მისვლა. დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს".