პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აქციის მონაწილეების მიასამართით ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, რომ "რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე".

"ეს იყო ერთადერთი ადამიანის — მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია", — თქვა ბახტაძემ.

სპეცრაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია. პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა.