პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. მანამდე მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები ისროლეს.

დაპირისპირება ადგილზე რამდენჯერმე მოხდა. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა. აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.