საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილი საპარალამენტო მანდატი ტოვებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მას პარლამენტში თანამდებობა არ აქვს და მხოლოდ ამ მანდატის დატოვება შეუძლია.

ქუცნაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". პროტესტის შემდეგ კონფერენცია შეწყდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გუშინ, 20 ივნისს, 19 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელიც ბოლოს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.