არჩევნებზე ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს — ISFED
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და ბარიერის გაუქმების შესახებ დღეს, 24 ივნისს ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში. მათივე თქმით, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. მათივე განცხადებით, პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში, შესაძლოა, გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე.
"ყოველგვარი ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ", — აღნიშნულია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი გამოცდიება საქართველოს 1992 წელს ჰქონდა, როცა არჩევნებზე ბარიერი არ იყო და პარტიების მასობრივად ჰქმინდნენ.
მათივე განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია სამი პროცენტიდან 5 პროცენტამდე საარჩევნო ბარიერის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
"გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ამასთან, მოვუწოდოთ ხელისუფლებას ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა გაგრძელდეს შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა გააზრებული იქნას ყველა შესაძლო რისკი და მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებთან", — ნათქვამია განცხადებაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები