განახლება: მასალა ვებგვერდზე ისევ გამოჩნდა, თუმცა ძველი ლინკი არ მუშაობს, ახალს კი "შეარების" რაოდენობა არ აწერია.

ლიბერალის ახალმა რედაქციამ რედაქტორებისა და ჟურნალისტების წასვლის შესახებ მასალა წაშალა. საიტზე ეს ნიუსი არცერთ განყოფილებაში არ იძებნება და ლინკზე გადასვლის შემთხვევაშიც მთავარ გვერდზე მისამართდება.

ლიბერალის დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმა ეს "ტექნიკური ხარვეზით" ახსნა და თქვა, რომ მალასა აღდგება. ვებგვერდზე მასალა ამ წუთისთვის [11:44] კვლავ არ იძებნება.

ლიბერალის სამმა რედაქტორმა და ყველა ჟურნალისტმა გამოცემის დატოვების შესახებ განცხადება 23 ივნისს გაავრცელეს.