ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნიკა მელია ბრალდებას პროკურატურის ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას გეგმავდა. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო.

"ათწუთიანი ვადა მივეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეული ისე, როგორც ამაყ ერს ეკადრება შევალთ პარლამენტის ეზოში და დაველოდებით კობახიძის გადადგომას და როცა კობახიძე გადადგება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ნებისმიერი ამაყი ერის მოქალაქეების იგივენაირად მოიქცეოდნენ", — განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მისი დაპატიმრების საკითხს განიხილავენ. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს დოკუმენტები მისი ადვოკატისთვის ჯერ არ გადაუცია.

20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით გუშინ, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.