აქცია #სირცხვილიას მსვლელობა თავისუფლების მოედნინად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა საღამოს ათ საათზე დაიწყეს. მათ რეზიდენციამდე გზა ფეხით გაიარეს, პარალელურად კი სკანდირებდნენ "წადი". რეზიდენციასთან მისულებს საპატრულო პოლიცია დახვდათ.

ადგილზე მათ ირაკლი ჩარკვიანის "გადმოვცურავ ზღვას" და საქართველოს ჰიმნი იმღერეს. აქციის ბოლოს კი მათ ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს, რაც მათი თქმით, ბოლო გაფრთხილებას ნიშნავს.

აქცია #სირცხვილია ხვალ, 28 ივნისს, შვიდ საათზე ისე პარლამენტთან გაგრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა ისევ შს მინისტრის გიორგი გახარას გადაყენებაა.

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ფოტო: ანინა ტეფნაძე / Facebook