რას ამბობენ ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან მე-7 დღეა, შიმშილობენ
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების ხანგრძლივი პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. დღეს ამ პროტესტის მეათე დღეა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი სათქმელი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს: სტვენა, თვალის ახვევა წითელი სახვევებით, პერფორმანსები, სიტყვით გამოსვლები, სპეციალურად აქციებისთვის დაწერილი სიმღერები, მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ და ასე შემდეგ. აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. რამდენიმე ახალგაზრდა უკვე მეშვიდე დღეა, რაც პარლამენტთან შიმშილობს. ისინი აცხადებენ, რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.
ბექა ბასილაია ადვოკატია. ის 20 ივნისს დააკავეს. მას, ისევე, როგორც კიდევ 120 პირს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ბექამ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დატოვებას არ აპირებდა, სანამ უკანასკნელი ადამიანი არ გათავისუფლდებოდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ ის პარლამენტთან სხვა მოშიმშილეებს შეუერთდა და პროტესტის უკიდურესი ფორმით შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომას ითხოვს.
კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს, პასუხობს, რომ მხნედ - ფიზიკურადაც და მორალურადაც.
"დღეს ილიას უნივერსიტეტშიც ვიყავი, ლექცია წავიკითხე, ორი საათის მანძილზე სტუდენტებს ვესაუბრებოდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად ვარ და ასე მხნედ ვიქნებით ბოლომდე, იმიტომ, რომ სწორი მოთხოვნა გვაქვს. უნდა გადადგეს გახარია, ეს არაა ჩვენი კაპრიზი, ეს არის უაღრესად სამართლიანი პროტესტი. გახარია ასრულებს რუსეთის დავალებებს და ის არის უკვე სრულიად გაკოტრებული, კომიკურობამდე მისული პოლიტიკოსი".
ბექა ბასილაიას თქმით, 20-21 ივნისის მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდებოდა:
"დაკავების დროს ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მერე რაც ხდებოდა, არც იმას ჰქონდა სამართალთან კავშირი. მე პროფესიიდან გამომდინარე ადამიანების უფლებებს ძალიან კარგად ვიცნობ. ყველა უფლება, რაც შეიძლება დარღვეულიყო, დაირღვა, როგორც პოლიციელების მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან".
გიორგი ლემონჯავა 28 წლისაა და უკვე მეშვიდე დღეა, შიმშილობს. ის თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათიის იურისტია.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა შიმშილობის დაწყება, ასე პასუხობს:
"დავინახე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის პროტესტის სხვა ფორმა და ვიფიქრე, რომ უფრო რადიკალური ფორმა შეიძლება მათთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. როცა რუსეთის ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, დეოკუპაციის პირველი ობიექტი არა სოხუმი და ცხინვალი, არამედ თბილისია. იმ 20%-ის გარდა, რომელიც რეალურად აქვს ოკუპირებული რუსეთს, ოკუპირებულია ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის, იმიტომ რომ, საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს. ამ ადამიანების ლუსტრაცია, გამოვლენა და ხელისუფლებისთვის ჩამოშორება არის პირველადი ამოცანა ამ დროისათვის. გავრილოვის დასმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში არის ზუსტად ამ ლოგიკის გაგრძელება. ეს ხომ მოწმენდილ ცაზე არ მომხდარა. იყო ანაკლიის პორტის ამბავი, რომელიც ძალადობრივად შეაჩერეს და ჩვენ ამაზე პროტესტი არ გამოგვითქვამს, იყო გაზპრომის საქართველოში შემოყვანის მცდელობები, რაზეც ერთგვაროვანი რეაქცია არ გვქონია. აქ ძალიან ნოყიერი ნიადაგია პრორუსული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც პირდაპირ ხელს უწყობს მმართველი პარტია. აქ არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც სხვა ჯგუფების უფლებებს არღვევენ და ამაზე პასუხს არავინ სთხოვთ. მე ღრმად მწამს, რომ ეს დაკვეთა პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან მოდის. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ეს ყველაფერი დავუშვით და ამის შედეგად მოხდა ის, რომ გავრილოვი დაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მე მაინც მიხარია, რომ ქართული საზოგადოება გამოფხიზლდა, ახალგაზრდებისთვის ოკუპაციის თემა არის ძალიან მკაფიო წითელი ხაზი და ამ დღეების განმავლობაში ვხედავ, რომ რუსული დროშა თბილისზე ვეღარასოდეს ვერ იფრიალებს".
ბექა ბასილაიასთან და გიორგი ლემონჯავასთან ერთად შიმშილობდნენ ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტის სტუდენტები გვანცა არევაძე და თაკო მეტრეველი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს შეშუპებით და შაქრის დაბალი დონით სისხლში.
პარლამენტის წინ მოშიმშილეთა შორის არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც.
პროტესტის მეათე დღეს აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარშს გეგმავენ, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები